გაქვთ კიბერინციდენტი? დაუკავშირდით რეაგირების გუნდს

Bitsec

VMaaSმოწყვლადობების მართვა როგორც სერვისი

აღმოაჩინეთ მოწყვლადობები ადრე და პირველ რიგში მნიშვნელოვანი აღმოფხვერით.

უწყვეტი სკანირება, რისკზე დაფუძნებული პრიორიტეტიზაცია და აღმოფხვრის რეკომენდაციები.

მიმოხილვა

კიბერსაფრთხოებები მუდმივად ვითარდება, ამიტომ ბიზნეს ინფრასტრუქტურის დასაცავად მოწყვლადობების უწყვეტი მართვა აუცილებელია. Bitsec-ის VMaaS უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისუსტეების მუდმივ იდენტიფიცირებას, შეფასებასა და აღმოფხვრას, რისკების შემცირებისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

VMaaS-ით თქვენ იღებთ რეალურ დროში ინფორმაციას უსაფრთხოების მდგომარეობაზე და უწყვეტ დაცვას კიბერსაფრთხოებებისგან.

VMaaS

რას მოიცავს

ავტომატური და მანუალური სკანირება

ქსელების, აპლიკაციებისა და სისტემების რეგულარული სკანირება.

რისკების პრიორიტეტიზაცია

კრიტიკული სისუსტეების რანჟირება გავლენისა და ექსპლუატაციის შესაძლებლობის მიხედვით.

აღმოფხვრის რეკომენდაციები

პრაქტიკული რჩევები სისუსტეების ეფექტურად აღმოსაფხვრელად.

უწყვეტი მონიტორინგი

ახალი საფრთხეების მუდმივი შეფასება და კონტროლი.

შესაბამისობის მხარდაჭერა

ISO 27001, NIST, GDPR და სხვა სტანდარტებთან შესაბამისობა.

როგორ მიმდინარეობს პროექტი

  1. 01

    მასშტაბის განსაზღვრა

    ვთანხმდებით მიზნებზე, მასშტაბზე, ვადებსა და საკონტაქტო პირებზე და ვაფორმებთ NDA-ს.

  2. 02

    შეფასება

    სპეციალისტები აანალიზებენ თქვენს გარემოს და გეგმას თქვენს გუნდთან ადასტურებენ.

  3. 03

    შესრულება

    ვახორციელებთ სერვისს რეგულარული ანგარიშგებით და კრიტიკული საკითხების დაუყოვნებლივი ესკალაციით.

  4. 04

    ანგარიშგება

    იღებთ მკაფიო მიგნებებს, რეკომენდაციებს და შეჯამებას ხელმძღვანელობისთვის.

  5. 05

    გაუმჯობესება

    ვამოწმებთ გამოსწორებებს და ვაგრძელებთ უსაფრთხოების გაუმჯობესებას თქვენი ბიზნესის ცვლილებასთან ერთად.

ხშირად დასმული კითხვები

რა სიხშირით ტარდება სკანირება?

სიხშირე თქვენი რისკებისა და შესაბამისობის მოთხოვნების მიხედვით თანხმდება და ინტერნეტში ხელმისაწვდომი სისტემებისთვის შეიძლება გაიზარდოს.

გვეხმარება თუ არა VMaaS ISO 27001-ში?

დიახ. რეგულარული მოწყვლადობების მართვა ISO 27001-ის ტექნიკური მოთხოვნების ნაწილია და ჩვენი ანგარიშები აუდიტისთვის მტკიცებულებად გამოიყენება.

განიხილეთ VMaaS ჩვენს გუნდთან

გვიამბეთ თქვენი გარემოს შესახებ და შემოგთავაზებთ შესაბამის მასშტაბს, ვადებსა და ფასს.