გაქვთ კიბერინციდენტი? დაუკავშირდით რეაგირების გუნდს

Bitsec

SOCaaSუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი როგორც სერვისი

საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება რეალურ დროში — საკუთარი SOC-ის აშენების გარეშე.

მართული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი, რომელიც რეალურ დროში ავლენს საფრთხეებს და რეაგირებს მათზე თქვენს ქსელსა და ღრუბლოვან სისტემებში.

მიმოხილვა

Cloud Computing-ის განვითარებასთან ერთად, ორგანიზაციები უსაფრთხოების ახალი გამოწვევების და მათი სწრაფად და ეფექტურად მოგვარების საჭიროების წინაშე აღმოჩნდნენ. bitsec-ი სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ უსაფრთხოების მაღალი დონის სერვისის მიწოდებას. SOCaaS, როგორც სერვისი, განკუთვნილია ორგანიზაციებისათვის, რომელთაც სურთ დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც მათ შიდა ქსელურ ინფრასტრუქტურაში, ასევე ღრუბლოვან სისტემებში (cloud). შედეგად, ჩვენი სერვისის მეშვეობით შეძლებთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება მოსალოდნელ საფრთხეებზე.

SOC-as-a-Service მოიაზრებს მართული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან, უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს ინფრასტრუქტურაში არსებული არალეგიტიმური მოვლენების შესახებ.

bitsec SOCaaS ორიენტირებულია კორპორატიულ ქსელებში პოტენციური საფრთხეების გამოვლენაზე, როგორიცაა როგორც მოვლენები, ასევე სუბიექტები (მათ შორის ჰაკერები, მავნე პროგრამები, თანამშრომლები, რომლებიც შეგნებულად ან გაუაზრებლად ეძებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მათთვის არ არის განკუთვნილი). ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მათ მიერ შემუშავებული მაღალი დონის უსაფრთხოების ხელსაწყოების დახმარებით, ქართულ კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ საგრძნობლად გააძლიერონ მათი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონე.

SOCaaS

რას მოიცავს

კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება

ინციდენტის მართვის პროცესის მხარდაჭერა.

ღრუბლოვანი უსაფრთხოების სერვისები

ანტი სპამი, WAF, Firewall/IPS და SIEM სისტემა ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებით.

EndPoint დაცვა და მობილური მოწყობილობები

EndPoint დაცვის სერვისი და მობილური მოწყობილობების მართვის სისტემა.

უსაფრთხო DNS სერვისი

ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხო DNS სერვისი.

ქსელის აუდიტი

შიდა და გარე ქსელის ინფრასტრუქტურის აუდიტი და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის აუდიტი.

დამატებითი სერვისები

ვებაპლიკაციის შეღწევადობის ტესტირება, ფიშინგ სიმულაცია, ცნობიერების ამაღლების ტრენინგი და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების დაზღვევა.

როგორ მიმდინარეობს პროექტი

  1. 01

    მასშტაბის განსაზღვრა

    ვთანხმდებით მიზნებზე, მასშტაბზე, ვადებსა და საკონტაქტო პირებზე და ვაფორმებთ NDA-ს.

  2. 02

    შეფასება

    სპეციალისტები აანალიზებენ თქვენს გარემოს და გეგმას თქვენს გუნდთან ადასტურებენ.

  3. 03

    შესრულება

    ვახორციელებთ სერვისს რეგულარული ანგარიშგებით და კრიტიკული საკითხების დაუყოვნებლივი ესკალაციით.

  4. 04

    ანგარიშგება

    იღებთ მკაფიო მიგნებებს, რეკომენდაციებს და შეჯამებას ხელმძღვანელობისთვის.

  5. 05

    გაუმჯობესება

    ვამოწმებთ გამოსწორებებს და ვაგრძელებთ უსაფრთხოების გაუმჯობესებას თქვენი ბიზნესის ცვლილებასთან ერთად.

ხშირად დასმული კითხვები

გვჭირდება თუ არა საკუთარი უსაფრთხოების ხელსაწყოების შეძენა?

არა. სერვისი მოიცავს ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიწოდებულ ღრუბლოვან ხელსაწყოებს: ანტი სპამი, WAF, Firewall/IPS, SIEM და EndPoint დაცვა. თუ უკვე იყენებთ უსაფრთხოების ხელსაწყოებს, განვიხილავთ მათი ინტეგრაციის შესაძლებლობას.

რა ხდება საფრთხის აღმოჩენისას?

ანალიტიკოსები იკვლევენ მოვლენას, სიმძიმის მიხედვით ატყობინებენ თქვენს საკონტაქტო პირებს და გეხმარებიან საფრთხის შეკავებასა და აღდგენაში.

განიხილეთ SOCaaS ჩვენს გუნდთან

გვიამბეთ თქვენი გარემოს შესახებ და შემოგთავაზებთ შესაბამის მასშტაბს, ვადებსა და ფასს.