გაქვთ კიბერინციდენტი? დაუკავშირდით რეაგირების გუნდს

Bitsec

PhaaSფიშინგი როგორც სერვისი

გაზომეთ, როგორ რეაგირებენ თანამშრომლები ფიშინგზე და გააუმჯობესეთ.

ფიშინგ სიმულაციები და მიზნობრივი ტრენინგები, რომლებიც თანამშრომლების მდგრადობას გაზომვადად ზრდის.

მიმოხილვა

2020 წელს მსოფლიოში კიბერშეტევების დაახლოებით 40% სწორედ „ფიშინგი“ (phishing) წარმოადგენდა. როგორც წესი, „ფიშინგი“ პირველი ნაბიჯია თავდასხმის ჯაჭვში, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მავნე პროგრამების გასავრცელებლად, როგორიცაა „ransomware“ ან „key logger“. ხშირად ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების დაბალი ცნობიერება და კომპეტენცია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს შეტევების მართვის საქმეში.

bitsec დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ თქვენი თანამშრომლების და მთლიანად ორგანიზაციის მდგრადობა „ფიშინგ-შეტევების“ მიმართ. PhaaS-ის ფარგლებში bitsec ეტაპობრივად გაუგზავნის „ფიშინგის“ შემცველ ელ. წერილებს თქვენს ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს და შეაფასებს თქვენი თანამშრომლების ცნობიერებისა და კომპეტენციის ზრდას - რა დროში მოხერხდება მათ მიერ „ფიშინგ-შეტევების“ ამოცნობა.

დასაქმებულთა ანონიმურობისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად, გაფორმდება ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმება (NDA). გარდა ამისა, ყველა ის სენსიტიური მონაცემი, რომლებიც bitsec-თვის ცნობილი გახდება ტესტის / სიმულაციის ფარგლებში, მოცული იქნება NDA-ის ქვეშ.

PhaaS

რას მოიცავს

ფიშინგ სცენარის დაგეგმარება

სამიზნე აუდიტორიის შერჩევა

ინფრასტრუქტურის მომზადება

ფიშინგის შეტევის განხორციელება

ტრენინგების ჩატარება

კონსოლიდირებული შედეგების საფუძველზე სამიზნე აუდიტორიას ჩაუტარდება კიბერჰიგიენის საკითხებზე ტრენინგები, რომელიც აქცენტირებული იქნება „ფიშინგ-საფრთხეებზე“.

სტატისტიკის და ანგარიშის მომზადება

როგორ მიმდინარეობს პროექტი

  1. 01

    მასშტაბის განსაზღვრა

    ვთანხმდებით მიზნებზე, მასშტაბზე, ვადებსა და საკონტაქტო პირებზე და ვაფორმებთ NDA-ს.

  2. 02

    შეფასება

    სპეციალისტები აანალიზებენ თქვენს გარემოს და გეგმას თქვენს გუნდთან ადასტურებენ.

  3. 03

    შესრულება

    ვახორციელებთ სერვისს რეგულარული ანგარიშგებით და კრიტიკული საკითხების დაუყოვნებლივი ესკალაციით.

  4. 04

    ანგარიშგება

    იღებთ მკაფიო მიგნებებს, რეკომენდაციებს და შეჯამებას ხელმძღვანელობისთვის.

  5. 05

    გაუმჯობესება

    ვამოწმებთ გამოსწორებებს და ვაგრძელებთ უსაფრთხოების გაუმჯობესებას თქვენი ბიზნესის ცვლილებასთან ერთად.

ხშირად დასმული კითხვები

დასახელდებიან თუ არა თანამშრომლები ანგარიშებში?

ანგარიშები შეიძლება იყოს აგრეგირებული დეპარტამენტების მიხედვით ან ანონიმური, თქვენი პოლიტიკის შესაბამისად. ყველა მონაცემი დაცულია NDA-ით.

განიხილეთ PhaaS ჩვენს გუნდთან

გვიამბეთ თქვენი გარემოს შესახებ და შემოგთავაზებთ შესაბამის მასშტაბს, ვადებსა და ფასს.