PTaaSშეღწევადობის ტესტირება როგორც სერვისი
შეღწევადობის ტესტირება, რომელიც თქვენი ინფრასტრუქტურის ცვლილებებს მიჰყვება.
ვებ აპლიკაციების, ქსელის გარე და შიდა პერიმეტრის პერიოდული შეღწევადობის ტესტირება.
მიმოხილვა
შეღწევადობის ტესტირების სერვისი PTaaS (Penetration Test as a Service) ტრადიციული შეღწევადობის ტესტირებისგან განსხვავებით მოიცავს შეთანხმებული პერიოდულობით უსაფრთხოების ტესტირებას და მონიტორინგს - ეს გულისხმობს ე.წ. „Vulnerability Management”-ს, როდესაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სკანირება, პროგრამულ უზრუნველყოფაში პრობლემების აღმოჩენა და ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების გაცემა.
ტრადიციული შეღწევადობის ტესტირება გულისხმობს დროის კონკრეტული მომენტისათვის კომპანიის მდგომარეობის შეფასებას კიბერუსაფრთხოების კუთხით, თუმცა რადგან 21-ე საუკუნეში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიურად იცვლება გამოწვევებიც და საერთო სურათიც, შესაბამისად იცვლება კომპანიის მოთხოვნები უსაფრთხოების მიმართაც. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს ქსელსა და აპლიკაციებში განხორციელებული ცვლილების შემდეგ მათ პერიოდულ შემოწმებას შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათი სწრაფი მოგვარებისთვის.
PTaaS
რას მოიცავს
ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების მონიტორინგი
ვებსაიტის უსაფრთხოების შემოწმებას ვახორციელებთ OWASP მეთოდოლოგიით და ვამოწმებთ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა XSS, XXE (OOB), SQLi, SSRF, SSTI და სხვა.
ქსელის გარე პერიმეტრის შეღწევადობის ტესტი
მიუხედავად იმისა, რომ კიბერ შეტევების დიდი ნაწილი ე.წ „ფიშინგ“ ვექტორებით იწყება, გარე პერიმეტრის უსაფრთხოების მონიტორინგი ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია.
ქსელის შიდა პერიმეტრის შეღწევადობის ტესტი
Active Directory-ში არსებული კონფიგურაციების (პაროლების პოლიტიკა, ACL და ა.შ) შემოწმება და პროგრამული სისუსტეების დაფიქსირება.
კიბერ-შეტევების სიმულაცია
კიბერსივრცეში აქტუალური თანამედროვე კიბერ-შეტევების სიმულაცია.
როგორ მიმდინარეობს პროექტი
- 01
მასშტაბის განსაზღვრა
ვთანხმდებით მიზნებზე, მასშტაბზე, ვადებსა და საკონტაქტო პირებზე და ვაფორმებთ NDA-ს.
- 02
შეფასება
სპეციალისტები აანალიზებენ თქვენს გარემოს და გეგმას თქვენს გუნდთან ადასტურებენ.
- 03
შესრულება
ვახორციელებთ სერვისს რეგულარული ანგარიშგებით და კრიტიკული საკითხების დაუყოვნებლივი ესკალაციით.
- 04
ანგარიშგება
იღებთ მკაფიო მიგნებებს, რეკომენდაციებს და შეჯამებას ხელმძღვანელობისთვის.
- 05
გაუმჯობესება
ვამოწმებთ გამოსწორებებს და ვაგრძელებთ უსაფრთხოების გაუმჯობესებას თქვენი ბიზნესის ცვლილებასთან ერთად.
ხშირად დასმული კითხვები
რით განსხვავდება PTaaS ერთჯერადი შეღწევადობის ტესტისგან?
ერთჯერადი ტესტი აჩვენებს თქვენს მდგომარეობას კონკრეტულ დღეს. PTaaS აერთიანებს პერიოდულ ტესტირებასა და მონიტორინგს, ამიტომ ახალი სისუსტეები სისტემების ცვლილებასთან ერთად ვლინდება.
ხომ არ შეაფერხებს ტესტირება ჩვენს სისტემებს?
სამიზნეები, ტესტირების დრო და მგრძნობიარე სისტემები წინასწარ თანხმდება. პოტენციურად შემაფერხებელი ტექნიკები მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით გამოიყენება.
დაკავშირებული სერვისები
ყველა სერვისიგანიხილეთ PTaaS ჩვენს გუნდთან
გვიამბეთ თქვენი გარემოს შესახებ და შემოგთავაზებთ შესაბამის მასშტაბს, ვადებსა და ფასს.