SOCaaS

უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი როგორც სერვისი

უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი როგორც სერვისი - SOCaaS

Cloud Computing-ის განვითარებასთან ერთად, ორგანიზაციები უსაფრთხოების ახალი გამოწვევების და მათი სწრაფად და ეფექტურად მოგვარების საჭიროების წინაშე აღმოჩდნენ. bitsec-ი სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ უსაფრთხოების მაღალი დონის სერვისის მიწოდებას. SOCaaS, როგორც სერვისი, განკუთვნილია ორგანიზაციებისათვის, რომელთაც სურთ დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც მათ შიდა ქსელურ ინფრასტრუქტურაში, ასევე ღრუბლოვან სისტემებში (cloud). შედეგად, ჩვენი სერვისის მეშვეობით შეძლებთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება მოსალოდნელ საფრთხეებზე.
რა არის SOC-as-a-Service?
SOC- მოიაზრებს მართული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან, უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს ინფრასტრუქტურაში არსებული არალეგიტიმური მოვლენების შესახებ.
bitsec SOCaaS ორიენტირებულია კორპორატიულ ქსელებში პოტენციური საფრთხეების გამოვლენაზე, როგორიცაა როგორც მოვლენები, ასევე სუბიექტები (მათ შორის ჰაკერები, მავნე პროგრამები, თანამშრომლები, რომლებიც შეგნებულად ან გაუაზრებლად ეძებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მათთვის არ არის განკუთვნილი). ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მათ მიერ შემუშავებული მაღალი დონის უსაფრთხოების ხელსაწყოების დახმარებით, ქართულ კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ საგრძნობლად გააძლიერონ მათი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონე.
SOCaaS აერთიანებს შემდეგ სისტემებსა და მომსახურებას:
• კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და ინციდენტის მართვის პროცესის მხარდაჭერა;
• ვებაპლიკაციის შეღწევადობის ტესტირება;
• შიდა და გარე ქსელის ინფრასტრუქტურის აუდიტი;
• ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის აუდიტი;
• ფიშინგ სიმულაციის სერვისი;
• ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ანტი სპამის სერვისი;
• ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული WAF სერვისი;
• ლოკალურად ან ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული Firewall/IPS სერვისი;
• ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული EndPoint დაცვის სერვისი;
• ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მობილური მოწყობილობების მართვის სისტემა;
• ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული SIEM სისტემა;
• ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხო DNS სერვისი;
• ცნობიერების ამაღლების ტრენინგი;
• ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების დაზღვევის სერვისი;

ka_GEGeorgian