ISaaS

ინფორმაციული უსაფრთხოება როგორც სერვისი

ინფორმაციული უსაფრთხოება როგორც სერვისი - ISaaS

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სხვა მართვის სისტემების დანერგვა, ბიზნესის წარმოების ხარისხისა და მისი უწყვეტობის ამაღლებას, ასევე რისკების შემცირებას უწყობს ხელს.

სწორედ ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, bitsec გთავაზობთ კომპანიაში მართვის სისტემების დანერგვის, ამ სისტემების აუდიტისა და მართვის სისტემების საკითხებზე სხვადასხვა ტრენინგებს. Information Security (IS), როგორც სერვისი, განკუთვნილია ორგანიზაციებისათვის, რომელთა მიზანია მართვის სისტემების დანერგვა მომსახურების მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ინფორმაციული აქტივების დაცულობის უზრუნველყოფისა და არსებული/პოტენციური რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად ან დასაზღვევად.

რა არის „Information Security-as-a-Service” .?

ინფორმაციული უსაფრთხოება როგორც სერვისი წარმოადგენს ახალ ბიზნეს მოდელს, სადაც სერვისის მომწოდებელი ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისების ინტეგრაციას კომპანიის საქმიანობის პროცესში და მათ მართვას მეტი ფინანსური და საოპერაციო ეფექტურობით, ვიდრე თვითონ კომპანიას/კორპორაციას ეს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები ფლობენ სერტიფიკატებს, რომლებიც აღიარებულია ამ სფეროს საერთაშორისო აქტორების მიერ. მაგალითად: CISA, CISM, CRISC, CGEIT, ISO 27001 Lead Auditor/Lead Implementer (LA/LI), ISO 9001 LA, ISO 22301 Lead Auditor/Lead Implementer (LA/LI), ISO 20000 Lead Implementer (LI) და სხვა. სხვადასხვა სექტორში მათი მრავალმხრივი გამოცდილება შესაძლებლობას მოგცემთ სწორად მოახდინოთ რისკებისა და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმების იდენტიფიცირება, წარმატებულად დანერგოთ მართვის სისტემები, განახორციელოთ მართვის სისტემების მუდმივი განახლება, ჩაიტაროთ აუდიტი, შესძინოთ თანამშრომლებს შესაბამისი კომპეტენცია და სხვა.

bitsec bitsec-ის თანამშრომლებს საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ გამოცდილებას ამ მიმართულებით (მათ შორის, მათი ჩართულობით განხორციელდა აგრეთვე რამდენიმე სტრატგიული და საერთაშორისო პროექტი).

ISaaS მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISO/IEC 27001) დანერგვა;
  • IT აუდიტი
  • ბიზნეს უწყვეტობის მართვის სისტემის (ISO/IEC 22301) დანერგვა;
  • სერვისების მართვის სისტემის (ISO/IEC 20000) დანერგვა;
  • ინციდენტების მართვის სისტემის დანერგვა;
  • რისკების მართვის სისტემის დანერგვა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის მომსახურება;
  • რისკების მართვის სისტემის დანერგვა;
ka_GEGeorgian