ITaaS

საბაზისო IT სისტემების მართვა როგორც სერვისი

საბაზისო IT სისტემების მართვა როგორც სერვისი - ITaaS

საბაზისო IT სისტემების მართვა, როგორც სერვისი (IT Systems as a Service), აერთიანებს ბიზნეს პროცესების მართვისათვის საჭირო ყველა ძირითად IT სისტემას, მათი მხარდაჭერისა და მართვის მომსახურებას.

bitsec გთავაზობთ ITaaS მომსახურების ფარგლებში არსებული სისტემების განთავსებას, მხარდაჭერას და მართვას, მაღალი მდგრადობის, ევროკავშირის სტანდარტების დაცვით მოწყობილ გარემოში. ორგანიზაციების ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს მათი ძირითადი საქმიანობა და ნაკლები დრო და რესურსები დაუთმონ IT სერვისებისა და პროცესების მართვას, რასაც bitsec-ის მომსახურების შედეგად შეძლებენ.

ITaaS მომსახურების საშუალებით შეძლებთ გაზარდოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა, შეამციროთ ხარჯები და გადაიხადოთ მხოლოდ მოხმარებული რესურსების მიხედვით:

  • თქვენ ისარგებლებთ მომსახურებით და არ მოგიწევთ, გაიღოთ ერთჯერადი ხარჯები კომპიუტერული ტექნიკის თუ პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების შესაძენად;
  • მუდმივად განახლებადი IT სისტემების, ტექნიკისა და მომსახურების სრული პაკეტის საშუალებით, თქვენ შეძლებთ IT რისკების შემცირებას.

ITaaS მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობის და არჩეული ITaaS მომსახურების პაკეტში შემავალი სისტემების მიხედვით. გადახდის ეს მოდელი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე, შეცვალოთ მომსახურების პაკეტი როგორც კომპონენტების, ისე - თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით და გადაიხადოთ მხოლოდ გამოყენებული მომსახურების შესაბამისი ღირებულება. რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ხარჯების ოპტიმიზაციას.

ამდენად, ჩვენს მიერ შემოთავაზებული ITaaS მომსახურების პაკეტი მოიცავს შემდეგ საბაზისო IT მომსახურებებს:

  • კორპორატიული ქსელის მართვა;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • საზიარო ფაილების სანახი;
  • VoIP ტელეფონია;
  • უსაფრთხოების მართვა;
  • ანტი-ვირუსული დაცვა;
  • საბოლოო მომხმარებლის ოპერაციული სისტემების, საოპერაციო გარემოს, კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (Desktop Support);
  • დისტანციური სამუშაო გარემო (Remote Desktop Services);
  • სარეზერვო ასლების წარმოება;
  • სხვადასხვა ტრეინინგები თანამშრომლებისთვის.
ka_GEGeorgian