2020 წელს მსოფლიოში კიბერშეტევების დაახლოებით 40% სწორედ „ფიშინგი“ (phishing) წარმოადგენდა. როგორც წერსი, “ფიშინგი” პირველი ნაბიჯია თავდასხმის ჯაჭვში, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მავნე პროგრამების გასავრცელებლად, როგორიცაა “ransomware” ან “key logger”. ხშირად ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების დაბალი ცნობიერება და კომპეტენცია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს შეტევების მართვის საქმეში. ამდენად, რეკომენდებულია, ორგანიზაციებმა გარკვეული პერიოდულობით განახორციელონ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებისა და სწავლების აქტივობები. სწორედ ცნობიერების ამაღლებისათვის და საბაზისო ცოდნის მიღებისთვის არის განკუთვნილი „Phishing as a Service "PhaaS" (PhaaS) მომსახურება.
bitsec დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ თქვენი თანამშრომლების და მთლიანად ორგანიზაციის მდგრადობა „ფიშინგ-შეტევების“ მიმართ. PhaaS-ის ფარგლებში bitsec ეტაპობრივად გაუგზავნის „ფიშინგის” შემცველ ელ. წერილებს თქვენს ორგანზიაციაში დასაქმებულ პირებს და შეაფასებს თქვენი თანამშრომლების ცნობიერებისა და კომპეტენციის ზრდას - რა დროში მოხერხდება მათ მიერ„ფიშინგ - შეტევების“ ამოცნობა.
დასაქმებულთა ანონიმურობისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად, გაფორმდება ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმება (NDA). გარდა ამისა, ყველა ის სენსიტიური მონაცემი, რომლებიც bitsec -თვის ცნობილი გახდება ტესტის / სიმულაციის ფარგლებში, მოცული იქნება NDA-ის ქვეშ. ჩვენი გუნდი აცნობიერებს რა ამ საკითხის კომპლექსურობას, სრულად იღებს პასუხისმგებლობას „ფიშინგის“ სიმულაციის დროს წარმოქმნილ სირთულეებზე, რაც თქვენს ორგანიზაციას მისცემს საშუალებას, უსაფრთხოდ განაგრძოს ოპერირება ძირითადი საქმიანობის მიმართულებით.
გთავაზობთ სრულ ფუნქციონალურ სერვისებს, რომლებიც საჭიროა ფიშინგის კამპანიის ჩასატარებლად:
Bitsec გთავაზობთ სრულ ფუნქციონალურ სერვისებს, რომლებიც საჭიროა ფიშინგის კამპანიის ჩასატარებლად:
- ფიშინგ სცენარის დაგეგმარება;
- სამიზნე აუდიტორიის შერჩევა;
- ინფრასტერუქტურის მომზადება;
- ფიშინგის შეტევის განხორციელება;
- ტრენინგების ჩატარება;
- სტატისტიკის და ანგარიშის მომზადება.
კონსოლიდირებული შედეგების საფუძველზე სამიზნე აუდიტორიას ჩაუტარდება კიბერჰიგიენის საკითხებზე ტრენინგები, რომელიც აქცენტირებული იქნება „ფიშინგ-საფრთხეებზე“.